Sunday, September 20, 2015

მეცხრე დღე-შემაჯამებელი რეფლექსია

დღეს ინტელის ტრერინგის ბოლო დღეა,გავეცანი მერვე მოდულს,ვისწავლე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შედგენა და წარვადგინე კოლეგების წინაშე,კოლეგებისგან  მივიღე კონსტრუქციული უკუკავშირი, ასევე მოვისმინე სხვა მსმენელების პრეზენტაციები,იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რჩევები.
             ბოლოს სხვებთან ერთად შევაფასე ინტელის კურსი,ძალიან კმაყოფილი ვარ , რომ ჩავერთე ამ კურსის მუშაობაში,ტრერინგის პირველ დღეს ვინერვიულე,  მაგრამ ყოველი დღე იყო საინტერესო და სიახლის მომცემი.კურსმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროექტების მიმართ, აქ შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
       ნახვამდის.

Saturday, September 19, 2015

მერვე დღე

დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ ,მზად მქონდა დავალებები,თუმცა დასამთავრებელი მაქვს.
მნიშვნელოვანი იყო ფასილიტაცია, რაც მოსწავლეებს სწორ მიმართულებას მისცემს და დავალებას გაუადვილებს.
ბლოგზე ავტვირთე ჩემი ნაშრომი.

Wednesday, September 16, 2015

მეშვიდე დღე

დღე ძალიან დატვირთული და სანერვიულო იყო, ჩემი პროექტის გეგმა კიდევ უფრო დავხვეწე, მომავალი ტრენინგისათვის ბევრი დავალება დამიგროვდა მაგრამ ტრენერის რჩევებით ვფიქრობ დავძლევ. ვისწავლე ბლუმისა და გარდნერი მატრიცის გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს და მოვარგე ჩემს პროექტს.

მეშვიდე დღე

Monday, September 14, 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დღის მთავარი თემა იყო ინტერნეტის გამოყენება, კერძოდ დავგეგმეთ power pount-ის გამოყენებით მოსწავლის პროექტის  პრეზენტაცია.  მოვირგე მოსწავლის როლი და ვიმუშავე პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, მის გადაჭრის გზებზე, გავარკვიე კვლევის საგანი და შევიმუშავე რეკომენდაციები. ჩემს მიერ მომზადებული გეგმა რთული მომეჩვენა მოსწავლისათვის, გავითვალისწინე ტრენერის რჩევა  და  გეგმა უფრო დაძლევადი გავხადე. საკმაოდ რთული დავალება მივიღე, იმედია თავს გავართმევ.

Tuesday, September 8, 2015

V დღე

ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ  მესამე მოდულზე, გავეცანით შეფასების რუბრიკას, ვისაუბრეთ უკუკავშირის ფორმებზე და მის მნიშვნელობაზე. ჯგუფურად გავეცანით რამდენიმე პროექტის გეგმას, ვიმსჯელეთ, ძალიან საინტერესო იყო.