დღეს ინტელის ტრერინგის ბოლო დღეა,გავეცანი მერვე მოდულს,ვისწავლე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შედგენა და წარვადგინე კოლეგების წინაშე,კოლეგებისგან მივიღე კონსტრუქციული უკუკავშირი, ასევე მოვისმინე სხვა მსმენელების პრეზენტაციები,იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რჩევები.
ბოლოს სხვებთან ერთად შევაფასე ინტელის კურსი,ძალიან კმაყოფილი ვარ , რომ ჩავერთე ამ კურსის მუშაობაში,ტრერინგის პირველ დღეს ვინერვიულე, მაგრამ ყოველი დღე იყო საინტერესო და სიახლის მომცემი.კურსმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროექტების მიმართ, აქ შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
ნახვამდის.
Sunday, September 20, 2015
Saturday, September 19, 2015
მერვე დღე
დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ ,მზად მქონდა დავალებები,თუმცა დასამთავრებელი მაქვს.
მნიშვნელოვანი იყო ფასილიტაცია, რაც მოსწავლეებს სწორ მიმართულებას მისცემს და დავალებას გაუადვილებს.
ბლოგზე ავტვირთე ჩემი ნაშრომი.
მნიშვნელოვანი იყო ფასილიტაცია, რაც მოსწავლეებს სწორ მიმართულებას მისცემს და დავალებას გაუადვილებს.
ბლოგზე ავტვირთე ჩემი ნაშრომი.
Wednesday, September 16, 2015
მეშვიდე დღე
დღე ძალიან დატვირთული და სანერვიულო იყო, ჩემი პროექტის გეგმა კიდევ უფრო დავხვეწე, მომავალი ტრენინგისათვის ბევრი დავალება დამიგროვდა მაგრამ ტრენერის რჩევებით ვფიქრობ დავძლევ. ვისწავლე ბლუმისა და გარდნერი მატრიცის გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს და მოვარგე ჩემს პროექტს.
Monday, September 14, 2015
მეექვსე დღე
მეექვსე დღის მთავარი თემა იყო ინტერნეტის გამოყენება, კერძოდ დავგეგმეთ power pount-ის გამოყენებით მოსწავლის პროექტის პრეზენტაცია. მოვირგე მოსწავლის როლი და ვიმუშავე პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, მის გადაჭრის გზებზე, გავარკვიე კვლევის საგანი და შევიმუშავე რეკომენდაციები. ჩემს მიერ მომზადებული გეგმა რთული მომეჩვენა მოსწავლისათვის, გავითვალისწინე ტრენერის რჩევა და გეგმა უფრო დაძლევადი გავხადე. საკმაოდ რთული დავალება მივიღე, იმედია თავს გავართმევ.
Saturday, September 12, 2015
Tuesday, September 8, 2015
V დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ მესამე მოდულზე, გავეცანით შეფასების რუბრიკას, ვისაუბრეთ უკუკავშირის ფორმებზე და მის მნიშვნელობაზე. ჯგუფურად გავეცანით რამდენიმე პროექტის გეგმას, ვიმსჯელეთ, ძალიან საინტერესო იყო.
Monday, September 7, 2015
მეოთხე დღე
კმაყოფილი ვარ ტრენინგის მეოთხე დღის, ტრენერმა მომიწონა შესრულებული დავალება ,მომცა რჩევები. ბევრი რაღაც ჩემთვის უცხო იყო,ახალი იყო დროში გაწერილი შეფასების გეგმა. მუშაობის პროცესში ახალი იდეები დამებადა, ვფიქრობ რაღაცაებს შევცლი.
Saturday, September 5, 2015
დღე მესამე
დღე მესამე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამავე დროს შრომატევადი,დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.გავიგე, რომ პროექტის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანია სამი სახის კითხვის დასმა, ტრენერმა გაგვაცნო კითხვების ნიმუშები, რაც კარგი იყო.მოგვცა დავალება.
Friday, September 4, 2015
დღე-2
დღეს ვისაუბრე პროექტზე რომელიც მომავალში უნდა განვახორციელო.მოვისმინე ჯგუფის წევრების იდეები.მივიღე რჩევები.კმაყოფილი ვარ რადგან გავიგე თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი.ტრენინგზე კი ვიღლები არდადეგების მერე მაგრამ მაინც მსიამოვნებს დასწრება.
Subscribe to:
Posts (Atom)